ბოლოს განახლდა: 2026 წლის 17 ნოემბერიLast updated: 17 November 2026
კონფიდენციალურობაPrivacy
ამ საიტზე ქუქიებს არ ვიყენებთ და IP მისამართს არ ვინახავთ. ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც თამაშის გასაუმჯობესებლად და დაინტერესების გასაზომად გვჭირდება.
რას ვინახავთ
- გვერდის ნახვა: რომელი გვერდი, ენა, საიდან მოხვედი (მხოლოდ საიტის სახელი, მაგ. facebook.com), ქვეყანა ქსელის მიხედვით და ანონიმური კოდი, რომელიც ყოველდღე იცვლება და მხოლოდ უნიკალური ვიზიტორების დასათვლელად გამოიყენება.
- ჩამოტვირთვის დაჭერა: იგივე ინფორმაცია და თამაშის ვერსია.
- შეფასების ფორმა: შენი პასუხები და ელფოსტა, თუ დაწერე.
- სიახლეების გამოწერა: შენი ელფოსტა.
რისთვის
იმის გასაგებად, რამდენ ადამიანს აინტერესებს თამაში, რა მოსწონთ და რა უნდა გავაუმჯობესოთ. ელფოსტაზე მხოლოდ DIDGORI-ის სიახლეებს მოგწერთ: ახალ ვერსიებსა და Steam-ის გვერდზე. მას არავის მივყიდით და არავის გადავცემთ.
სად ინახება
მონაცემები ინახება Cloudflare-ში (D1 მონაცემთა ბაზა), DIDGORI-ის ანგარიშზე. საიტსაც Cloudflare ატარებს და მოთხოვნებს თავისი წესებით ამუშავებს.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი ელფოსტისა და პასუხების წაშლა: დაწერე ეს მოთხოვნა შეფასების ფორმაში და მიუთითე ის ელფოსტა, რომელიც წასაშლელია. ელფოსტას, სანამ წაშლას არ მოითხოვ ან სანამ პროექტი არსებობს, ვინახავთ.
საცდელი ვერსია
DIDGORI ჯერ საცდელ ეტაპზეა და უფასოდ ვრცელდება „როგორც არის“. შესაძლოა შეიცავდეს შეცდომებს; შენახული პარტიები ახალ ვერსიაში შეიძლება სხვანაირად იმუშაოს.
This site uses no cookies and stores no IP addresses. We keep only what we need to improve the game and to measure interest.
What we keep
- Page views: which page, the language, where you came from (the site name only, e.g. facebook.com), the country from the network, and an anonymous code that changes every day and is used only to count unique visitors.
- Download clicks: the same information and the game version.
- The opinion form: your answers, and your e-mail if you give it.
- News sign-up: your e-mail.
Why
To learn how many people are interested, what they like and what to improve. We only e-mail DIDGORI news: new versions and the Steam page. We never sell or share your address.
Where it is kept
The data is kept in Cloudflare (a D1 database) on DIDGORI's account. Cloudflare also hosts the site and handles requests under its own terms.
Your rights
You can ask us to delete your e-mail and answers: write the request in the opinion form with the e-mail to delete. We keep e-mail addresses until you ask us to delete them or the project ends.
Test build
DIDGORI is in testing and is offered free, as is. It may contain bugs, and saved games may behave differently in a new version.